top of page
Rippling Blue Water

სვანიძე & პარტნიორები

გრძელვადიანი ტრადიციისა და ინოვაციური მიდგომების სინთეზი

 „სვანიძე და პარტნიორები“ წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე ხედვის სინთეზს. რამდენიმე ათწლეულზე მეტია, ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირი კლიენტის სამართლებრივი ინტერესების მაღალი ეთიკური სტანდარტებით დაცვაა. სიახლეებისადმი ღიაობა, უშუალობა და მოქნილობა კი ჩვენი ხელწერა. 

WhatsApp Image 2026-03-22 at 4.32.19 PM.jpeg
ადვოკატი

გოჩა სვანიძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი 30-წლიანი პროფესიული გამოცდილებით. წარსულში იკავებდა სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში; იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რაგბის კავშირის გამგეობას, 2016-2020 წლებში კი იყო რაგბის კავშირის პრეზიდენტი. 2003 წლიდან დღემდე  არის საადვოკატო ბიუროს "სვანიძე და პარტნიორები" ხელმძღვანელი პარტნიორი – ადვოკატი.

საიმიგრაციო მომსახურება

სამართლებრივი მხარდაჭერა ფიზიკური პირებისა და ბიზნესებისთვის. სრული რელოკაციის გეგმა; ბინადრობის ნებართვა; მოქალაქეობის მოპოვება.

კორპორაციული მომსახურება

კომპანიის დაფუძნება, რეგისტრაცია და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება. წარმომადგენლობა ორგანოებსა და ბანკებში.

საქმიანობის სფეროები

სასამართლო დავები

წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით.

კონსულტაცია და ონლაინ სერვისი

სტრატეგიული კონსულტაცია, რისკების შეფასება და იურიდიული დასკვნების მომზადება სრული კონფიდენციალურობის დაცვით.

ხელშეკრულებების შედგენა

სამართლებრივი დოკუმენტების პროფესიული ექსპერტიზა და შედგენა. ხელშეკრულებებში არსებული რისკების იდენტიფიცირება.

სამშენებლო სამართალი

სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარება, მრავალმხრივი სამშენებლო ხელშეკრულებების მომზადება.

სამოქალაქო სამართალწარმოება • კერძო სამართალი • დავების გადაწყვეტა

bottom of page